მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა და ისნის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ ვანო ზარდიაშვილის პარლამენტის დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, "ქართული ოცნებიდან" ვანო ზარდიაშვილის მსგავსად ბევრი ადამიანია გასაშვები.
"ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს, მაგრამ როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული. ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი.
ხოლო რადგან ბევრნი არიან და მეშინია ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ „კოლექტიურ ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები.
მოკლედ, ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობის და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია" - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






