„მე არ ვყოფილვარ ელექტროსისტემაში და არ ვყოფილვარ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა. რაც შეეხება ელექტროსისტემაში ჩემი მეუღლის მუშაობას, ეს დღეს არ გაგიგიათ და კონკრეტულ პოლიტიკოსებსაც ჰქონიათ საუბარი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 3-4 წელია მუშაობს ქონების სამსახურში, რა მიმართულებითაც ჰქონდა გამოცდილება. მანამდე საჯარო რეესტრში მუშაობდა. მერე რა, რომ მე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ჩემს მიმართ ბრალდებები და კითხვები რატომ არის ელექტროსისტემაში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით? ელექტროსისტემას ჰყავდა ხელმძღვანელი და ჰქონდა თავისი „გაიდლაინები“ როგორ გასცემდა პრემიას და დანამატს. რამდენიმე ათასი თანამშრომელი მუშაობს ელექტროსისტემაში და 3 წლის განმავლობაში 12 მილიონის დახარჯვა ანაზღაურების მიმართულებით შეიძლება არც იყოს ალოგიკური და კონტექსტიდან ამოვარდნილი. თუ რამე აქ ალოგიკური იყო, 3-4 წლის წინანდელ მოვლენაზე მოახდინოს რეაგირება აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ“ - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2014 – 2017 წლებში 77 მილიონ ლარამდე ზარალი ჰქონდა და ამავე პერიოდში, 12 მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი პრემია გასცა.
სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაფლანგული მილიონების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა იწყებს. აუდიტის სამსახურდმა დოკუმენტაცია პროკურატურაში უკვე გადააგზავნა. სახელმწიფო აუდიტმა დაადგინა რომ კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო ელექტროსისტემა წაგებაზე მუშაობდა და 77 მილიონი იზარალა, თუმცა წამგებიან კომპანიასი კოლოსალური პრემიები მაინც გაიცემოდა, საუბარია 12 მილიონ ლარზე.ა
მასალის გამოყენების პირობები






