"ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში" - თომას ბარაისი
პოლიტიკა - 14:03, 07 Oct, 2019     625

„ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი," - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მე მიხარია, რომ ეს შეხვედრა აქ, თბილისში შედგა. თბილისი და მთლიანად საქართველო წამოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას გერმანიისთვის. ჩვენ ვამყარებთ წარმატებულ საქმიან ურთიერთობებს, რისი დასტურიცაა დღეს აქ მაღალი დონის წარმომადგენლობის ვიზიტი," - განაცხადა თომას ბარაისმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ.

„აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მოსაზრებების გაცვლისა და ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებისთვისთვის. ჩვენ გვაქვს ბევრი წარმატებული მიმდინარე პროექტი და ფორუმის ფარგლებში ასევე ვიხილავთ, თუ რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის გაძლიერება. ბევრი გერმანელი გამოთქვამს, სურვილს განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი," - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42