ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისს შეხვდა
პოლიტიკა - 13:57, 07 Oct, 2019     603

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს თომას ბარაისს შეხვდა. შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებულად აღნიშნა გერმანიის განვითარების ორგანიზაციების - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების როლი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ნათია თურნავა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2018 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების შესაბამისად, გერმანია მე-8 ადგილზეა ბრუნვის მიხედვით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. ხსენებულ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 482 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის 8 თვის მაჩვენებელს, გერმანია კვლავ მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია და კვლავ მე-8 ადგილი უკავია, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 318 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ქვეყანაში გერმანული ინვესტიციით შექმნილი 250-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველო იღებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. აღინიშნა, რომ შეთანხმებამ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ევროკავშირთან მთლიანობაში, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და ურთიერთობის მაღალ საფეხურზე აიყვანა.

ნათია თურნავამ გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა მენეჯერების გლობალური სასწავლო პროგრამაში „შესაბამისობა გერმანიასთან პარტნიორობისთვის" საქართველოს ჩართულობის ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას დიდად წაადგება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობის განვითარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42