„2014-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, რომელიც გულისხმობს პრემიის გაცემის შესაძლებლობას ფინანსური შედეგების (მოგების) გათვალისწინებით. რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის პრემირების წესს, რომლის განსაზღვრაც აქციონერის უფლებამოსილებაა, დამტკიცებულია კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის მიერ და არ არის შეთანხმებული აქციონერთან“ - ნათქვამია დასკვნაში.
ანგარიშში საუბარია რეაბილიტაციის გეგმასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, მათ შორის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე.
აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია რომ გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯები.
„2014-2017 წლებში დაუსაბუთებლად არის გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები 550,727 ლარით. 2014-2017 წლებისთვის დაგეგმილი იყო 203,977 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა. გეგმაში შეტანილი ცვლილებებით წარმომადგენლობითი ხარჯები გაიზარდა 550,727 ლარით და შეადგინა 754,704 ლარი, ხოლო ამავე წლებში ფაქტობრივად დაიხარჯა 1,421,679 ლარი, რაც 666,975 ლარით აღემატება შესაბამის პერიოდებში დაზუსტებულ გეგმურ მონაცემებს“ - ნათქვამია დაკვნაში.
დასკვნაში საუბარია საეჭვო მოთხოვნების ხარჯებთან, საინვესტიციო პროექტებთან და შესყიდვებთან დაკავშირებული ნაკლოვანებებზე.
სახელმწიფო აუდიტში უკვე გაკეთდა კომენტარი, თორნიკე შერმადინის განცხადებით, დარღვევები გამოვლინდა რამდენიმე მიმართულებით.
"ერთერთი ძირითადი მიმართულება იყო რეაბილიტაციის გეგმა, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ლარის ვალდებულებებია ასახული ისეთი, რაც სასამართლოს წესით არ არის დამტკიცებული. შესაბამისად არსებობს იმის რისკი, რომ შეუმოწმებელი ვალდებულებები იქნას გადახდილი. კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე უნდა ითქვას, რომ 2014-დან 1017 წლის განმავლობაში იყო ზარალიანი, ჯამურმა ზარალის რაოდენობამ შეადგინა 80 მილიონი შეაგინა. მშენებლობის მომსახურეობა შეყიდული იყო უცხოური კომპანიისგან, ეს იყო საკმაოდ ძვირადღირებული პროექტები. ხელშეკრულება კონტრაქტორი კომპაანის მოცდენის შემთხვევაში ითვალისწინებდა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას და ელექტროსტემამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი ჯარიმა გადაიხადა იმისათვის, რომ ვერ უზრუნველყო სამშენებლო ტერიტორია მოემზადებინა დროულად, რამაც გამოიწვია კონტრაქტორი კომპანიის მოცდენა.
რაც შეეხება ხელფასებისა დ პრემიების გაცემის საკითხს, ესეც დარეგულირებულია კომპანიის შიდა დოკუმენტებით და აღნიშნლი პროცედურების დარღვევას ჰქონდა ადგილი“ - განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა.
მასალის გამოყენების პირობები






