აბაშაში ფერმერებს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი აქვთ
პოლიტიკა - 12:48, 07 Oct, 2019     653

აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივებში სიმინდის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიმინდის დიდი მასივები და მიმდებარე ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მოსავლის აღების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

როგორც ფერმერები აცხადებენ, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის საუკეთესო მოსავალი აქვთ.

ფერმერებთან შეხვედრაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ ფერმერებისა და სახელმწიფოს ერთობლივმა ბრძოლამ და კოორდინირებულად დაგეგმილმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, რაც მოსავლის შედეგებზე დადებითად აისახა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იღებს თხილისა და სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ფერმერი ზამთარს მომზადებული და ეკონომიკურად წელში გამართული, მომდევნო სეზონს კი წელს მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შეხვდება," - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

აჭარაში, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ამ დროისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 127 411,40 ჰა ფართობი, თერმული ნისლის ტექნოლოგიით - 234 000 ჰა ფართობი. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე დამონტაჟებულია 92 000 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42