არსებული ინფორმაციის თანახმად, ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატის მანდატს უახლოეს პერიოდში დატოვებს.
მოსალოდნელ ცვლილებებზე დღეს განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, თანამდებობა და დეპუტატის მანდატი ვანო ზარდიაშვილისთვის არ არის თვითმიზანი და ეს არის საშუალება საქმის საკეთებლად.
თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხზე ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი.
"ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი არის მისთვისაც და ჩვენთვისაც მიუღებელი. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მე მქონდა საუბარი ზარდიაშვილთან და ვიცი რა გეგმები აქვს მას. რა გემგები აქვს ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს სამომავლოდ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი მალე და ალბათ უპრიანი იქნება რომ ამასთან დაკავშირებით თავად ზარდიაშვილმა ისაუბროს. მე მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი არაერთხელ და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






