"ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებებიდან ნათელია, რომ იგი ჯერ კიდევ ევრ აცნობიერებს მომხდარის სიმძიმეს" - გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 13:20, 05 Oct, 2019     957

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ზაქარია ქუნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიცამტკიცებს, რომ სერგეი გავრილოვს აფხაზეთის და 2008 წლის ომებში არ უბრძოლია, ჯარშიც არაა ნამყოფი.

კანდელაკის თქმით, ქუნაშვილი კიდევ ვერ აცნობიერებს მომხდარის სიმძიმეს.

"გვინდა გამვეხმაუროთ ზაქარია ქუცნაშვილის გუშინდელ ინტერვიუს რომლიდანაც ნათელია რომ იგი ჯერ კიდევ ევრ აცნობიერებს მომხდარის სიმძიმეს და ჯიუტად განაგრძობს სერგეი გავრილოვის პიროვნების და მისი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში ჯდომის დაცვას. იგი ასევე დაჟინებით ცდილობს დაგვარწმუნოს რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში არ მონაწილეობდა. გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ გავრილოვი თავად არ უარყოფს იმას რომ აფხაზეთში ნამდვილად იმყოფებოდა იმ მოვლენების დროს რომელთა ტრაგიკული თარიღი სულ რამდენიმედღის წინ მთელმა საქართველომ აღნიშნა. იგი უბრალოდ ამბობს რომ იქ „ქრისტიანებს ეხმარებოდა.“ გამომდინარე იქიდან რომ გავრილოვი ასევე იმყოფებოდა სხვადასხვა ცხელ წერტილებში (დნესტრისპირეთში, კოსოვოში, ერაყში სადამ ჰუსეინის მხარდასაჭერად), ომის დროს აფხაზეთში ყოფნა სწორედაც რომ ნიშნავს რომ იგი ნამდვილად იყო ჩაბმული საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციებში და იმ სისხლისღვრაში რამაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს სიცოცხლე დააკარგვინა და რის შედეგადაც აფხაზეთში განხორციელდა ეთნიკური წმენდა. თავმოყვარე სახელმწიფო ახლა გავრილოვის აფხაზეთის ომში გამოძიებით იქნებოდა დაკავებული. აქვე გამაოგნებელია რომ ქუცნაშვილი და სულ მცირე ხნის წინ პრემიერი გახარია ჯიუტად იცავენ ამ ე.წ. ასამბლეას როგორც ლეგიტიმურ საპარლამენტო ფორმატს. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ლიტვის უშიშროების სამსახურის აზრით, ეს „ასამბლეა“ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. მეტიც, ლიტვის უშიშროების სამსახურის დირექტორის მოადგილე ვაიდოტას მაჟეიკა ამბობს რომ ამ ასამბლეაში ლიტვის პარლამენტის წევრის მონაწილეობა დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების რისკებთან. სწორედ ამიტომ, ლიტვის პარლამენტის გადაწყვეტილებით დაიწყო გამოძიება ლიტვის პარლამენტის წევრის ირინა როზოვას მიმართ. გამოძიების ინტერესს მათ შორის წარმოადგენს ხომ არ შევიდა ლიტვის სეიმის ეს წევრი კონტაქტში რუსეთის დუმის აპარატის წევრებთან რომლებიც შესაძლოა დაკავებული ყოფილიყვნენ ჯაშუშური საქმიანობით,“ აღნიშნა კანდელაკმა.

ესტონეთის საგარეო დაზვერვის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, იგივეს ამბობს და დასძენს რომ ეს ფორუმი რუსული პროპაგანდის პლატფორმის ნაწილია.

„გამომდინარე იქიდან რომ ნატოს წევრო ორი სახელმწიფოს უშიშროების სამსახური ღიად მიიჩნევს ამ ფორუმში მონაწილეობას რისკ ფაქტორად, მივმართავ სუსს კითხვით შეისწავლა თუ არა ეს საკითხი, და გამოკითხა თუ არა ქართული ოცნების ის დეპუტატები რომლებიც ასამბლეის სხდომაში იღებდნენ მონაწილეობას მათი კონტაქტების შესახებ რუსეთის დუმის იმ წევრებთან რომლებიც შესაძლოა ჯაშუშური საქმიანობით ყოფილიყვნენ დაკაბებული. თუკი ამ ფორუმში მონაწილეობა უსაფრთხოების რისკია ლიტვის პარლამენტის წევრისთვის განა ეს საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ეს ასე არ არის? ვფიქრობ სუსმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება,“ აღნიშნა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42