ვინ იღებს გავლენას დევნილებზე? - ეკატერინე ტიკარაძე 80 თანამშრომელს უსამსახუროდ ტოვებს, მათ შორის, მურად აბლოთიას
პოლიტიკა - 22:50, 04 Oct, 2019     2418
დევნილთა დეპარტამენტში ეკატერინე ტიკარაძე საკადრო წმენდას შეუდგა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დევნილტა დეპარტამენტის 80 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს. ჩვენი წყაროს ცნობით, გათავისუფლებულთა შორისაა მურად აბლოთია, რომელიც ჯერ კიდევ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს დევნილთა სამინისტროში ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, სამინისტროს დაშლის შემდეგ ის დევნილთა დეპარტამენტში დარჩა.

ვინ იღებს გავლენას დევნილებსა და ვეტერანებზე და რას უკავშირდება 80 ადამიანის სამსახურს მიღმა დატოვება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მურად აბლოთიას გათავისუფლების ფაქტორი, რომელიც, როგორც ადრე „ნიუპოსტი“ წერდა, კახა კალაძის დასაყრდენი იყო დევნილებში. თავის მხრივ, აბლოთია დევნილებისთვისაც მისაღები პერსონა იყო. ამის საპირისპიროდ, თუ კალაძეს დევნილთა სამინისტრო ჰქონდა აღებული, შინაგან საქმეთა მინისტრი ფსონს ანზორ მარგიანზე დებდა.

ცნობისთვის, სწორედ მარგიანის გამო შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში როცა ახალი თანამდებობა შეიქმნა.

აბლოთიას გაშვებას რომ ტიკარაძე აპირებდა, ამაზე „ნიუპოსტი“ორი თვის წინ წერდა. სწორედ მურად აბლოთიას ჰქონდა ჩაბარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ დევნილთა ხმების მობილიზებ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, მათ შორის ზუგდიდის მერის არჩევნების დროსაც.

"კალაძე და გახარია დევნილებს ვერ იყოფენ და პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაა. კალაძემ გადაწყვიტა აბლოთიას ხელით, დევნილთა სამინისტროს მიმართულებით წავიდეს. გახარია კი მუშაობს იმაზე რომ აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ხელში ჩაიგდოს. ანუ ორი გავლენიანი ფიგურა დევნილთა მიმართულებაზე აქტიურად მუშაობს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ კარგად ნახა, რომ დევნილთა ყველა საარჩევნო უბანი წააგეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობაში შიდა წმენდა"- აცხადებდა „ნიუპოსტთან“ ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42