"ერთ დღეს, საქართველო გახდება ნატოს წევრი და მე მოუთმენლად ველოდები ამ დღეს“- ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნი
პოლიტიკა - 18:42, 04 Oct, 2019     1307

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერმა საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ "ერთ დღეს, საქართველო გახდება ნატოს წევრი და მე მოუთმენლად ველოდები ამ დღეს“.

"საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო კონტრიბუტორია ავღანეთის მისიებში. მინდა პატივი მივაგო ყველა ქართველ დაღუპულ ჯარისკაცს. ნატოს მხარდაჭერის არსებითი პაკეტი გააძლიერებს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გაძლევთ რჩევებს, ჩავატარებთ ტრენინგებს ნებისმიერი კიბერთავდასხმის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ გაძლიერდეს თქვენი სპეციალური უსაფრთხოების ძალები. ვიმუშავებთ ერთობლივად უსაფრთხოების მიმართულებით. ერთ დღეს, საქართველო გახდება ნატოს წევრი და მე მოუთმენლად ველოდები ამ დღეს“ - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

მისი თქმით, საქართველო აკეთებს იმის დემონსტირებას, რომ ის უსაფრთხოების ექსპორტიორია.

"საქართველო ალიანსისთვის უნიკალური პარტნიორია. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატების ისტორიაა, რომელმაც თქვენი შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერი გახადა. ჩვენ ასევე გვსურდა, ხაზი გაგვესვა, თუ რამდენად ცნობს ნატო-ს ყველა მოკავშირე საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს იმ წვლილით, რაც თქვენ შემოგაქვთ ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში“, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

უცხიელი მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს საქართველოს წვლს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„საქართველო აკეთებს იმის დემონსტირებას, რომ ის უსაფრთხოების ექსპორტიორია. თქვენი ქვეყანა რჩება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილის შემომტანად ჩვენს მისიაში ავღანეთში. ჩვენ მივესალმებით თქვენს რეფორმებს, რომელიც აძლიერებს თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას და ასევე, მოდერნიზებას უწევს თქვენს შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და გავაგრძელებთ სვლას ამ გზაზე. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს ტერიტორიები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა გოტმიოლერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42