"მოვითხოვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ აღიაროს თავისი შეცდომა" - ეკონომიკის სამინისტროს განცხადება
პოლიტიკა - 18:03, 04 Oct, 2019     1846

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"3 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, რომლებიც აღნიშნული ორგანიზაციის კვლევას დაეყრდნენ, გაავრცელეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ანაზღაურების საშუალო თვიურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. თავიდანვე უნდა აღინიშნოს,რომ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა სათანადო, აუცილებელი განმარტების გარეშე, რის გამოც წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს რეალურ სურათს, ამდენად, მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეყავს.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში წერია, რომ შედარებულ იქნა კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი თვის სახელფასო ანაზღაურება და შედარებულ იქნა 2017 წლის დეკემბერი 2018 წლის დეკემბერთან. ამასთან, კვლევის ავტორებს არ უხსენებიათ, რომ 2018 წლის დეკემბერში ბევრ საჯარო უწყებაში, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, განხორციელდა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა, რამაც ცალკე აღებულ თვეში (2018 წლის დეკემბერი) ერთჯერადად გაზარდა სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა.

ობიექტური მკვლევარი ამ გარემოებას აუცილებლად მიუთითებდა ან საანგარიშოდ რომელიმე სხვა თვეს აიღებდა, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს სახელფასო ანაზღაურების რეალურ ოდენობას. შედეგად, 2018 წლის ნოემბერში და ზოგადად 2018 წლის საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნებოდა ცალკე აღებული 2018 წლის დეკემბრის საშუალო ხელფასთან, რადგან ამ თვეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთჯერადად მიიღეს ანაზღაურება ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის და წამახალისებელი ფულადი სარგებელი.

თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ეს არ გააკეთა და ამით საფუძველი მისცა მედიას, გაევრცელებინა არასრული და ცრუ ინფორმაცია.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებზე კანონით გათვალისწინებული დანამატისა და ჯილდოს გაცემა რიგი მიზეზების გამო არ მომხდარა. ამდენად, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში თანამშრომელთა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა განხორციელდა მხოლოდ 2018 წლის დეკემბრის თვეში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო შრომის ანაზღაურების გაანგარიშება მართებულია მთელი წლის განმავლობაში გაცემული ხელფასების (დანამატების და ჯილდოს ჩათვლით) მიხედვით. 2018 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომის საშუალო ანაზღაურება შეადგენდა 2244 ლარს, ნაცვლად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-ს მიერ დასახელებული 5729 ლარისა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიზში ასევე არასწორად არის წარმოდგენილი მედიანური შრომის ანაზღაურება, რომელმაც 2018 წელს სამინისტროში 1 804 ლარი შეადგინა და არა - 4 200 ლარი, როგორც ეს ორგანიზაციის კვლევაშია ასახული.

შესაბამისად, სხვაობა საშუალო და მედიანურ შრომის ანაზღაურებას შორის 2017 წელს 28.3%-ს, ხოლო 2018 წელს 21.7%-ს შეადგენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მიერ დასახელებული მონაცემები კი 26.5% და 30.8%-ია. ამდენად, რეალურად სხვაობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-სგან, გააკეთოს სათანადო განმარტება ზემოთაღნიშნული კვლევის თაობაზე და საჯაროდ აღიაროს თავისი შეცდომის შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია, აღნიშნული ასევე გამოქვეყნდეს იმ მედიასაშუალებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო ამ ცრუ და არაზუსტი ინფორმაციის ტირაჟირებას" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42