"26 ათასი ტაქსისტისგან ნახევარი წავა შავ ბაზარზე, ნახევარი უცხოეთში" - გოცირიძე
პოლიტიკა - 17:18, 04 Oct, 2019     853

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ტაქსების რეგულაცია უგუნური გადაწყვეტილებაა. დეპუტატი შავი ბაზრის გაჩენას არ გამორიცხავს.

„26 ათასი ტაქსისტი დატოვეს უმუშევარი. ამ ადამიანების მშიერ-მწყურვალის დატოვება დანაშაულია. მაშინ როცა არაფერი იცვლება - არც ტაქსის ხარისხი, არც სისუფთავე თუნდაც, არც გამართულობა, მგზავრის უსაფრთხოება. იცვლება ერთადერთი რამ - უნდა შეღებო თეთრად. ეს ესთეტიკაა ღატაკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, თუ ის ოჯახები, რომლებსაც ეს ადამიანები არჩენენ? ეს ხალხი არალეგალურად დადის უკვე ქუჩაში, ნებისმიერ ადამიანს უჩერებენ, ის ადამიანებიც დაბნეულები არიან, არ იციან ტაქსია თუ კრიმინალი ზის. როდესაც იწყება ასეთი უგუნური რეგულირება, ბაზარი აუცილებლად შავ ხვრელებს იპოვის. ეს იყო ერთის მხრივ უგუნური გადაწყვეტილება, მეორეს მხრივ კორუფცია, ვიღაცას კაზინოს რეკლამები რომ მიეხატა ტაქსზე? ან ტაქსის ოპერატორებისათვის მუქთად კლიენტები ეშოვნა და ტაქსისტებს ხარკი ეხადათ? საქართველო არის ღატაკი ქვეყანა. ამ ქვეყანაში პრიორიტეტი თეთრ ესთეტიკაზე კი არ არის, პრიორიტეტია შიმშილის დაძლევა. ამ 26 ათასი ტაქსისტისგან ნახევარი წავა შავ ბაზარზე, ნახევარი უცხოეთში. საქართველოს სტატისტიკა მოსახლეობის დაცლის თვალსაზრისით გაიზრდება სწორედ ტაქსის მძღოლების ხარჯზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42