ნიკოლოზ ალავიძემ „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 17:42, 04 Oct, 2019     471

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ბოლო თვეებში განხორციელებული სამუშაოები და პროექტები დაათვალიერა, ის კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს მთვარობის სხვა წევრებთან ერთად გაეცნო. ლევან დავითაშვილთან, სოზარ სუბართან, ნიკოლოზ ალავიძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ჭიათურაში ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით გიგინეიშვილი და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოების და პროექტების შესრულების ვალდებულება კომპანიამ მაისში აიღო, როცა მთავრობის მონაწილეობით კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესი შედგა. „ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ შევამოწმოთ კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი, რომელიც იყო გაწერილი კონკრეტულ ვადებში, კონკრეტული გეგმით. ჯერჯერობით რაც შევამოწმეთ, ყველაფერი გაკეთებულია და იმაზე მეტიც, რისი მოლოდინიც გვქონდა. საკმაოდ დადებითი პროცესია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მხრიდან უმაღლესი სტანდარტის დანერგვას კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რის გამოც ყველა მოხარულები ვართ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კერძოდ, მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს „ნოფის" ტერიტორიაზე, ახალი სარკინიგზო ხაზი, საწყობი, კომპანიის მიერ რეკულტივირებული ტერიტორიები, ასევე, ჭიათურის დასუფთავების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა.

მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში გატარებული სხვა სოციალური ხასიათის ღონისძიებები, მათ შორის დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდის მიმართულებით - „ჯორჯიან მანგანეზმა" დასაქმებულების ხელფასი უკვე გაზარდა 25%-ით. ასევე შეიცვალა კვების კომპანია, რაციონთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაქმებულთა აზრის მუდმივი მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ჭიათურაში ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. კომპანიამ ასევე გაარემონტა # 1 საჯარო სკოლა და მონაწილეობა მიიღო რგანის სკოლის სარემონტო სამუშაოებში.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ჭიათურაში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო 3 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს: ახლახანს დასრულდა ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი; კომპანიის მიერ აშენდა ორი პარალელური რკინიგზის ხაზიც, რათა მან შეუფერხებლად იმუშაოს; ჭიათურაში მოეწყო სარკინიგზო საწყობი, საავტომობილო სასწორი და ავტომობილებისთვის ერთი სამრეცხაო; აიგო ბეტონის მოედანი, ერთი საგუშაგო, ორი მესასწორის ოთახი და ლაბორატორია, ამჟამად დამცავი მიმდინარეობს მუშაობა კედლების ასაგებად; გადამზიდი ვაგონების დასატვირთად აშენდა რკინიგზის ბაქანი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა" ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ჭიათურაში დასუფთავების პროექტი დაიწყო და ღონისძიებებს ყოველდღიურად ახორციელებს. 1 სექტემბრიდან კი ქალაქის ტერიტორიაზე, მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ამასთან, ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, 8 ავტოსამრეცხაო (ე.წ. კერხერები) მოეწყო. კომპანიამ ქუჩების მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი 8 სპეციალური ავტომანქანა შეიძინა - სპეცტექნიკა ჭიათურისა და ზესტაფონის ქუჩების ყოველდღიური დასუფთავებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, „ამ ყველაფერს აქვს მაგალითის სახე და სხვა მსხვილი კომპანიები გადაიღებენ მას და თვითონაც იგივე მაღალი სტანდარტით ეცდებიან, დანერგონ ეს პასუხისმგებლობა, რაც მთლიანობაში ძალიან წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42