შემოსავლების სამსახურის ძაღლმა "ნელამ" მოლდოვაში პრიზი აიღო
პოლიტიკა - 17:37, 04 Oct, 2019     673

25-26 სექტემბერს, ქალაქ ვადულ ლუი ვოდაში, მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების (რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის, ლატვიის, აშშ-ს, ავსტრიის, ლიეტუვას, გერმანიის, ესტონეთის, სერბეთის და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების კინოლოგიურ გუნდებს შორის, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების შეჯიბრი ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების გამარჯვებული პოლონეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიური გუნდი გახდა. მეორე ადგილი მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიურმა სამსახურმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარ კინოლოგ-ინსტრუქტორს რომან ნიკურაძეს და სამსახურებრივ ძაღლს „ნელას“ერგო.

2 წლის ,,ნელა“ კინოლოგ ოფიცერის ახალბედა მეგობარია. რომან ნიკურაძე მასთან, სულ რაღაც ოთხი თვეა მუშაობს. ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ,,ნელამ“ ბევრი კარგი შედეგი აჩვენა. ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი სწავლება აუცილებელი უნარების გამომუშავების მიზნით და შედეგიც სახეზეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42