"არ არის სამართლიანი და არასწორი მცდელობაა... არ გამოუვათ" - ჩუგოშვილი ქუცნაშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 15:58, 04 Oct, 2019     895

არ არის სამართლიანი და არასწორი სწორი მცდელობა - ასე უპასუხა ყოფილი თანაგუნდელის, ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებას "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.


მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების საკითხი თვეებით ადრე იყო ცნობილი არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ამაზე ქუცნაშვილმა მოხსენება გააკეთა.

„ამ ასამბლეასთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ვიხილეთ და ეს მოვლენები განვითარდა. ეს იყო სწორედ შეცდომა და პრობლემა. თუ ამ ასამბლეის ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალონ, მაშინ ეს არ გამოუვათ, არ არის სამართლიანი და სწორი მცდელობა. დელეგაციის ხელმძღვანელის და ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობა იყო საორგანიზაციო საკითხები, ეს ასამბლეა როგორც დაორგანიზდა და როგორც წარიმართა, პრობლემა ამაშია და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ორგანიზების დეტალები არ ვიცოდი, თუმცა ასამბლეა საქართველოში რომ ტარდებოდა, ყველამ იცოდა. ადგილისა და გავრილოვის მიმართ ჩემი დამოკიდებულება პირველმა დავაფიქსირე, პირველი ვიყავი, ვინც ამ ყველაფერს გამოეხმაურა ოპოზიციაზე ადრე. ჩემი დამოკიდებულება სრულიად გულწრფელი იყო და იგივე აზრზე ვრჩები, რა აზრზეც ვიყავი.

ჩვენ ვართ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, სადაც დასავლურ ქვეყნებთან ერთად არის რუსეთი, ასეთი არის მაგალითად ევროსაბჭოც. ევროსაბჭოშიც მთელ ევროპულ ქვეყნებთან ერთად წევრად არის რუსეთი, ეს მოცემულობა გვაქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ გვიწევს ისეთ ფორმატებში ურთიერთობა, სადაც რუსეთის არის წარმოდგენილი, ამიტომ, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს მნიშვნელობა ისეთ დეტალებს, რა, როგორ და სად ჩატარდება. ეს იყო ის დეტალები, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო ორგანიზატორების მხრიდან, არ მოხდა ამ ყველაფრის გათვალისწინება და შედეგი ყველამ ვიხილეთ”, - აცხადებს ჩუგოშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42