"პროექტს „100 ქონება ბიზნესისთვის" უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ ბიზნესს" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 16:04, 04 Oct, 2019     897

ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, ეკონომიკაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი აუთვისებელი რესურსი, მათ შორის ისეთი ქონება, რომელიც ინვესტორს ელოდება და არ არის გასასხვისებლად გამოტანილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია ისეთ ძველ სახელმწიფო საწარმოებზე, რომელსაც უამრავი ვალდებულება აქვს და დღემდე ელოდება ინვესტორს. მინისტრის განმარტებით, ეს არის უძრავი ქონება, რომელიც დეგრადირდება, თუ არ მოხდა მისი პრივატიზება.

„რეალურად კი, ასეთ ქონებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანების დასაქმება და დოვლათის მოტანა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, გარკვეულწილად, უძრავი ქონების პრივატიზების კუთხით მიღწევები არის, რადგან ამ მხრივ ტემპები დაჩქადა.

„მაგრამ საერთო ჯამში, არ ვარ კმაყოფილი - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით გვჭირდება გარღვევა და დაჩქარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ამ პროცესში იქნება ძალიან თვითკრიტიკული და კრიტიკული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში, უძრავი ქონების პრივატიზაცია კარგი ბერკეტია. მისივე თქმით, რეგიონებში საკმაოდ ბევრი ობიექტია სავალალო მდომარეობაში და დაჩქარებულად უნდა მოხდეს მათი გასხვისებაც.

„ბიზნესისთვის უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი - „100 ქონება ბიზნესისთვის", რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს იქნება გასასხვისებლად გამზადებული, მოწესრიგებული, მიმზიდველი და კარგად შეფუთული უძრავი ქონება, რომელიც სწორად იქნება რეგისტრირებული, მოცილებული ექნება ყველა შესაძლო რისკი და პრობლემა. ამ პროექტის ფარგლებში წინასწარ მოხდა იმის შეფასება, თუ რა ტიპის ობიექტები შეიძლება ააშენოს ბიზნესმა, თუმცა არჩევანი ცხადია ბიზნესზეა. 100-ვე ობიექტი ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე გამოვა აუქციონზე და მუდმივად იტრიალებს. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ 20-30 ახალი ობიექტის დამატებას და რამდენიმე კვირაში 100-ვე ობიექტი გამოვა აუქციონზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიებს შეეძლებათ არა მხოლოდ გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, არამედ ნებისმიერ დროს საჯარო, გამჭვირვალე აუქციონით შეიძინონ ობიექტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42