„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რამდენიმე დღის წინ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
ირმა ინაშვულის თქმით, კარგია როდესაც 29 ქვეყანა გიცავს მაგრამ, ისინი ზუსტად დროს არ ამბობენ თუ როდის მოხდება საქართველოს გაწევრიანება.
„რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც 29 ქვეყანა გიცავს და როდესაც პრობლემა გაქვს, ნატო-ს წევრი 29 ქვეყანა შენს გვერდით არის. წლების განმავლობაში ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ არ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით. გვეუბნებიან, რომ სულ რაღაცა კრიტერიუმები გვაქვს დასაკმაყოფილებელი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კრიტერიუმები დიდი ხნის წინ დავაკმაყოფილეთ, ჩვენი კონტრიბუცია. ძალიან დიდია მოცულობის ხარისხით ნატო-ში თანამონაწილეობის ავღანეთის მისია, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა, სხვა რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, მაგრამ ნატო კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა და ჩვენ ვერ გაგვაწევრიანებს და არ გაგვაწევრიანებს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი საუბრობს უსაფრთხოების იმ სისტემაზე, რომელიც აპრობირებულია შვეიცარიაში, ავსტრიაში, ფინეთში. ეს არის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი, რაც ამ ეტაპზე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობას, ამიტომ შევეცდები ამაზე ვისაუბრო" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






