m² უძრავი ქონების სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სასწავლო კურსს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:56, 04 Oct, 2019     2109

22 ნოემბრიდან „m2 უძრავი ქონების“ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ორ წლიან სასწავლო კურსს იწყებს. კურსზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კურსის მსმენელები შეისწავლიან და შეიმუშავებენ დასაქმებულთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმებს, შექმნიან პირობებს ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფენ შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ შეაფასონ პროფესიული დაზიანებები და აკონტროლონ რისკი, დაიცვან ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესები, გაწიონ პირველადი გადაუდებელი დახმარება, შეაფასონ გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება და სხვა.

ამჟამად „კონსტრუქტ2“ ქვეყანაში ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც მშენებლობის მიმართულებით სრულიად უფასოდ არა მხოლოდ უმაღლესი დონის განათლებას იძლევა, არამედ ზრუნავს კურსდამთავრებულების წამყვან სამშენებლო კომპანიაში დასაქმებაზე.

„გახსნიდან რამდენიმე თვეში, „კონსტრუქტ2“ პროფესიული ხელობის შემსწავლელი საუკეთესო და ნოვატორი კოლეჯის სახელს იმყარებს და ახალი კურსის დამატებით სიახლესაც გთავაზობთ. საქართველოს სამშენებლო ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დამკვიდრება და, ამ გზით, დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე და სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ჩვენს უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ „კონსტრუქტ2-ში“ აღნიშნული კურსის შემოტანას პროცესის ბუნებრივ გაგრძელებად განვიხილავთ“, - ამბობს კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42