"არ ვარ წინააღმდეგი, ხაჭაპური ვოლსკიმ გამოაცხოს, რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა" - კახა კოჟორიძე
პოლიტიკა - 12:53, 04 Oct, 2019     991

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ხაჭაპურზე ვერ დავწერე გუშინ.

1. პირადად მე ეს არ აღმიქვამს სექსისტურ კომენტარად. ჩემთვის ეს იყო იმაზე ხაზგასმა, რომ პროფესიონალიზმი სახელმწიფო მართვაში არის გადამწყვეტი. პური მეპურემ! მამუკა ხაზარაძე ამას ყოველთვის ხაზს უსვამს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მეც და სხვა ადამიანებიც შევუერთდით მის მიერ დაწყებულ მოძრაობას.

2. ტოვებდა თუ არა ეს კომენტარი იმის შესაძლებლობას, რომ აღქმული ყოფილიყო, როგორც სექსისტური? პასუხი: ვინც კარგად არ იცნობს ხაზარაძეს, კი, მისთვის ტოვებდა.

3. ამიტომ მისასალმებელია საზოგადოების იმ ნაწილის კრიტიციზმი, რომელმაც საქმიანად დააფიქსირა მისი პოზიცია. მათ მადლობა.

4. მამუკა ხაზარაძეს ქალის ადგილად კუხნა მიაჩნია?! ამ კითხვაზე ყველაზე კარგ პასუხს ფაქტები სცემენ: ამ კითხვას უსვამენ კაცს, რომლის საქმიანობის სხვადასხვა ასპარეზზე გუნდის წევრების უმრავლესობა არის ქალი; რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მთავარი ინსპირატორი იყო მაკო გომური; რომელმაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გუნდის პირველ წევრად დაასახელა ქალი (ანა ნაცვლიშვილი)…

5. რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა, იქნებ წუმპეში ჩაფლული სასამართლო სისტემაც დაინახოს. ზურაბიშვილზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველას ყველაფერი აქვს უკვე ნათქვამი. ხაჭაპურს რაც შეეხება, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვოლსკიმ გამოაცხოს" - წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42