საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის რაც ახლა ხდება არანაირი საქმე არ აქვს სასამართლოსთან, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.
"რაც დღეს აქ ხდება, სამართალთან, სასამარღთლოსთან, გამოძიებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე, რომელშიც ფიგურირებენ მედიამენეჯერები. ზოგადად თვალი რომ გადავავლოთ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, აქტიური პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში ზის. ნაწილს სამაჯური დაადეს, რომ გადაადგილება შეეზღუდოს. 20 ივნისის ჩვენი პატრიოტები სხედან ციხეში გამოკეტილები. მედიამენეჯერებს დასდევენ და ყოველდღე დაყავთ პროკურატურაში. ეს ისეთი ხალხია, ვინც კრიტიკულ ტელევიზიებს აკეთებდნენ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩემი დაბარება არ დაბარება კი არ არის საქმე, მე არც კი არ არის საქმე, მე არც კი ვიცი რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ მაინც მოვედი, მაინტერესებს. სიმართლე გითხრათ, ცოტა შეურაცხყოფილი ვიყავი აქამდე რომ არ დამიბარეს. მნიშვნელობა არ აქვს რა კითხვა დაისმება ჩემს მიმართ. ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე ყველა კრიტიკული არხის. ის ძაფი, რომელსაც ქართველიო ხალხის ნერვი ქვია, არის ბოლომდე დაჭიმული და გაწყდება. ამ შენობაში იმ მხალხს მოუწევს სიარული ვინც დღეს ბარიკადების მეორე მხარეს დგას" - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
მასალის გამოყენების პირობები






