"ევროპული საქართველი" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს იბარებს.
ამის შესახებ პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მაჭავარიანს პასუხები აქვს გასაცემი ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას ქართული ოცნების აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. დაპირებულ „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და მათ ნაკლები ფული დაუტოვა ჯიბეში. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას" - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






