N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 15:23, 03 Oct, 2019     703

N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

„პატარა გლდანში, 185-ე საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაღის კეთილმოწყობილი ეზოს ტერიტორიაზე, ჩვენ მინი ავტოქალაქის პროექტი განვახორციელეთ. ბაღის ეზოში მოწყობილია საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები. პატარებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოძრაონ ქალაქში. აცნობენ საგზაო ნიშნებს, რომელთაც ჩვენ მოძრაობისას ვიყენებთ. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები თავიდანვე სწავლობენ მოძრაობის წესებს და თან ამ პროცესში ხალისით მონაწილეობენ. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ყველა ბაგა-ბაღის მიმართ, რომელთა ეზო მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი, რმელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში საგზაო მოძრაობის შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას, მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა ოგბაიძის ინიციატივის საფუძველზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განახორციელა.

ავტოქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ძირითადი საგზაო ნიშნები, დახაზულია გზა, განსაზღვრულია პარკინგის ადგილები, დამონტაჟებულია ავტობუსის მინიატურული გაჩერებები, სარკეები და შუქნიშნები.

ღონისძიებაზე სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებმა, საბავშვო სატრანსპორტო საშუალებებით, იმიტირებული საგზაო მოძრაობა წარმოადგინეს. გაითამაშეს შუქნიშნითა და ქვეითთა გადასასვლელებით სარგებლობის სცენები. მოძრაობის ორგანიზებაში პატარებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ეხმარებოდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს სიმბოლური მართვის მოწმობები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42