"სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა და აქ გვჭირდება აქტიური მუშაობა" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 15:20, 03 Oct, 2019     623

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინიტრის თქმით, ქონების პრივატიზების, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების მიმართულებით, მთავრობას წელს საკმაოდ ამბიცური გეგმები აქვს.

„მე ვიტყოდი, რომ ქონების პრივატიზების კუთხით ცუდად არ მივდივართ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. პირადად მე არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მხრივ მიუხედავდ იმისა, რომ უძრავი ქონების პრივატიზების ნაწილში მივაღწიეთ დაჩქარებას. ამიტომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჩვენ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პრივატიზება არ შეეხება ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო ობიექტებს, როგორიცაა რკინიგზა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლებიც მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ მოსახლეობისთვის.

„თუმცა არსებობს სხვა უამრავი მცირე საწარმო, რომელთაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს რეალურ მფლობელს. აქ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42