"პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან მუშაობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 15:19, 03 Oct, 2019     601

„პრემიერ-მინისტრისგან დღეს სამინისტროებმა, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის სამინისტროებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება მივიღეთ - გავაძლიეროთ ბიზნესთან მუშაობა და პრაქტიკულად უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან.

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიზნესსექტორთან ახლაც საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია აქვს, თუმცა, უწყება ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინისტრის ინფორმაციით, კერძო სექტორთან კომუნიკაციისას მთავარი აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება, მათ შორის რეგულაციების გამარტივების მიმართულებით. „თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აფერხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს, და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა, რომ ჩვენი მოლოდინი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის თაობაზე გამართლდეს და ჩვენს მიერ დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ ბიზნესთან კომუნიკაციის გაძლიერების კონტექსტში ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ასევე დაწინაურდა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა. „ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, გამჭვირვალობა და მარტივი რეგულაციები. თუმცა, ამ მიმართულებითაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ", - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42