ნათია თურნავა: „ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში"
პოლიტიკა - 20:29, 02 Oct, 2019     706

" ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში. რა თქმა უნდა, ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი უკეთესია, მაგრამ გეგმა უნდა იყოს არა მარტო ამბიციური, არამედ რეალისტურიც", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „მაესტრო"-ს გადაცემაში „ბიზნესი მაესტროზე" 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას.

ნათია თურნავას განცხადებით, ბიუჯეტით განსაზღვრული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და წარმოდგენილი გეგმა რეალისტური და მიღწევადია, რადგან წელს აგვისტოს თვეში ეკონომიკის 5%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 თვეში საშუალო თვიური ზრდის მაჩვენებელი 5%-ია.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ - ამას ემსახურება ბიუჯეტი, საინვესტიციო პროგრამები და ჩვენს მიერ დაგეგმილი სხვა აქტივობები - ეკონომიკური გუნდის, მთლიანად მთავრობის და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის საქართველოს მთვარობის პროგნოზი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაცაა, რომელიც ამ თვალსაზრისით არის ძალიან კონსერვატიული მსაჯულია. „მიუხედავად ყველა რეგიონალური გამოწვევისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც დიდად ვართ დამოკიდებული იმაზე, რაც რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში ხდება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და დინამიური მაჩვენებელი - ბევრ ჩვენ მეზობელთან შედარებით, 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მაღალი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო და ეს არის მიღწევადი ამოცანა - ამას ეყრდნობა ჩვენი ბიუჯეტიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42