მთავრობის კანცელარიაში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უაძღვება. შეხვედრის დაწყების წინ გახარიამ თქვა, რომ კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს,.
მინისტრთა კაბინეტთან საუბრის მთავარი თემა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იქნება.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი ერთობლივი მუშაობის შედეგად საკმაოდ დაბალანსებული გამოგვივიდა, ბიუჯეტში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, თუმცა კოორდინირებული მუშაობა შემდგომში, როგორც მთავრობის, ასევე პარალმენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2.7%, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს კიდევ ერთი ფაქტი ბიუჯეტის დაბალანსების. კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






