„ევროპული საქართველო პარლამენტსა და საკრებულოში, ’’ქართულ ოცნებას’’ და მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ აფრთხილებდა, არ აემოქმედებინა ტაქსების რეგულაცია და არ გადაედგა ეს მავნებლური ნაბიჯი" - ეს განცხადება დღეს პარტიის ოფისში საკრებულოს წევრმა გიორგი გაბაშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ეს ცრუ რეფორმა ჩაშლილია და ევროპული საქართველო თბილისის მერიას მიმართავს აღნიშნული რეგულაცია გააუქმოს და დაუბრუნდეს წელიწადნახევრის წინანდელ მდგომარეობას.
’’ევროპული საქართველო’’ თბილისის საკრებულოში მოითხოვს გაუქმდეს ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაცია და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ. ამ მოთხოვნაში პარლამენტში ფრაქცია ‘’ევროპული საქართველო ‘’ დაგვიჭერს მხარს. მერიას ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ტაქსების რეგულაცია გამოიწვევდა სამუშაო ადგილების დაკარგვას. ეს ცრუ რეფორმა არის ჩაშლილი. საინტერესოა, რას ეუბნება თბილისის მერია 30 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს, რომელიც თავად აღრიცხა, რატომ არ აქვთ უფლება ფერად ტაქსებს ქუჩაში აიყვანონ მგზავრი, რატომ უნდა დარჩნენ მათი ოჯახები შემოსავლების გარეშე და რატომ განახორციელეს საერთოდ რეფორმა, რომლის შედეგიც არის სამი და სამივე არის კატასტროფულად ცუდი. პირველი შედეგია ადამინების შემოსავლების გარეშე დატოვება, რაც კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს, მეორე ეს არის ტაქსის მომსახურების გაძვირება და მესამე შედეგი იქნება ტაქსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება ქალაქში. ამ ცრუ რეფორმის, ამ სიყალბის სამივე შედეგი, რომლზეც ჩვენი წელიწადნახევრის წინ ვაფრთხილებდით, არის მკვეთრად უარყოფითი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც თბილისის მერიამ ამ მიმართულებით გადადგა არის გაუზრებელი, სულელური, ორიენტირებული ადამიანების გაღარიბებაზე, ტაქსის მომსახურების გაძვირებაზე" - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






