ერთ საათზე მეტია, რაც ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გუმბერიძე დაკავებას გამორიცხავს.
"ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი. გაუგებარია, რატომ არის საინტერესო და ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ დაიწყო ფორმულამ მაუწყებლობა და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან. ყველაზე მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ ფორმულა დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვებას და შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს აქვს მედიაბაზარს; ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს თავისუფალ სიტყვას; ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება მედიაპლურალიზმს; ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ამ საქმის მშენებლობაში", - განაცხადა "ფორმულას" დირექტორმა.
ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი პროკურატურაში გუშინ, პირველ ოქტომბერს დაიბარეს. სწორედ ამ დღეს დაიწყო ფორმულამ მაუწყებლობა.
მასალის გამოყენების პირობები






