ელექტრომობილების მფლობელებისთვის სახლებთან უფასო ელექტროდამტენები მათი თხოვნის მიხედვით დამონტაჟდება
პოლიტიკა - 12:44, 02 Oct, 2019     560

კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ელექტროავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს მოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გასულ წელს ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, შეუძლია მიმართონ მუნიციპალტეტს და ჩვენ დამტენებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავამონტაჟებთ. ქალაქი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი უნდა შემოვიდეს ქალაქში. ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით არაერთი განაცხადი იყო და რეაგირებაც შესაბამისად ხდებოდა. პირველ ეტაპზე დამტენები იმ ადგილებზე დავამონტაჟეთ, სადაც მეტი იყო მოთხოვნა. დღეისათვის ელექტროდამტენები დამონტაჟებულია ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე; ავლაბარში, წინანდლის ქუჩაზე (300 არაგველის მეტროს მიმდებარედ); დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის ორ მისამართზე, ვაკეში, თაქთაქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე. მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ელექტომობილების პოპულარიზაციას. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ტიპის ავტომობილებისთვის პარკირება უფასოა. ტრანსპორტი, მშენებლობა გავლენას ახდენს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ამ ყველაფრის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. ამდენად, ვისაც ელექტრომობილები გყავთ, იაქტიურეთ, მოგვმართეთ მუნიციპალიტეტს და ჩვენ უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე. ეს თქვენთვის დამატებითი კომფორტი იქნება, ყველა ხარჯს კი მუნიციპალიტეტი გაწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვლიდან თბილისის მერიაში მოქმედებს ვებგვერდი chargers.tbilisi.Gov.ge, რომლის საშუალებით ელქტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ახლო დამტენების დამონტაჟება სთხოვონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42