"ოცნების" ორმაგი სამართალი - აქციის დამრბევი ყველა სპეცრაზმელი გაათავისუფლეს, ციხეში კი 20-მდე "გავრილოვის ღამის" პატიმარი რჩება
პოლიტიკა - 12:18, 02 Oct, 2019     1765
"გავრილოვის ღამეს" მოქალაქეების დარბევაში ბრალდებული ყველა პოლიციელი თავისუფალია - სამივე სამართალდამცავი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ სპეცრაზმელების პატიმრობა ფორმალური ხასიათის იყო. ეს მაშინ როცა აქციის მონაწილე 20-მდე მოქალაქე საბყრობილეში რჩება.

როგოორც "მთავარმა" გაარკვია, 2 სპეცრაზმელს, აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეფარდებული საერთოდ არ ჰქონია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია ორი სპეცრაზმელი - გიორგი ესეიშვილი და გიორგი ამბარდნიშვილი. რამდენიმე დღის წინ კი გაათავსიუფლეს ლევან იმერლიშვილი.

საეჭვო გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა, რომელიც საკითხის შესწავლას ითხოვს:
"სამი პირი დღეს არის თავისუფალი. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ საქმის მასალების გაცნობის საშუალება მოგვცენ. საინტერესო იქნება გავეცნოთ იმ დოკუმენტაციას, რა გახდა საფუძველი მათი გათავისუფლების. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა სამართალდამცავი თავისუფალია, თუმცა პატიმრობაში რჩებიან აქციის მონაწილე პირები. ცალკეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი შემაშფოთებელია.

ჩვენ უნდა გავეცნოთ საქმის მასალებს და გავერკვეთ, ხომ არ ჰქონდა არათანაბარ მიდგომას პოლიციელების შემთხვევაში და როგორი მიდგომა აქვს პროკურატურას აქციის დაკავებული მონაწილეების მიმართ.

უფრო ლოგიკური იქნებოდა პატიმრობის გამოყენება სამართალდამცავთა მიმართ, იმიტომ რომ აქ უფრო მერია რისკი გამოძიებაზე ზემოქმედების"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გათავისუფლებული ლევან იმერლიშვილის ძმა აცხადებს, რომ მისი ძმის მდგომარეობა მძიმე იყო.

"ალბათ იმათაც აქვთ მიზეზი, ჩემი ძმა ექიმთანაა, ფილტვებზე აქვს პრობლემა. სამსახურიდან გათავიუფლებულია"- აღნიშნა იმერლიშვილის ძმამ.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42