გია ყანჩელი: რუსეთის პირსისხლიანი პრეზიდენტი ლენინის, სტალინისა და ჰიტლერის საქმეს აგრძელებს
პოლიტიკა - 11:18, 02 Oct, 2019     2729
კომპოზიტორი გია ყანჩელი 2019 წლის იანვარში, "არტ არეასთან" ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "პირსისხლიანს" უწოდებდა და ამბობდა, რომ ის ლენინის, სტალინისა და ჰიტლერი ს საქმეს აგრძელებს.

კომპოზიტორი რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებზეც ამახვილებს ყურადღებას:

რუსეთის რეჟიმის მესვეურებს არ ესმით, რომ კავკასიონის ქედი არ შეიძლება ორად ჰყოფდეს ერთი და იგივე ხალხს. რატომ არ ესმით ეს მსოფლიოში მათ ვინც დაინტერესებულია ამ პრობლემით?


მათ ესმით რატომ იყო გაყოფილი ბერლინი... ვიეტნამი, კორეა, მაგრამ რატომ არ ფიქრდებიან იმაზე, რომ კავკასიის ქედს არ შეუძლია ორად გაჰყოს ერთი ხალხი... ამას ვამბობ მე, რომელსაც დიდი ბებია მყავდა ოსი...


ღმერთმა დამიფაროს რომ ვიყო პოლიტიკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიცოდე რა ხდება ჩემს ქვეყანაში და მსოფლიოში და განსაკუთრბით რუსეთში... მიმაჩნია, რომ ეს პირსისხლიანი მათი პრეზიდენტი აგძელებს ლენინის, გიტლერის და სტალინის საქმიანობას, უბრალოდ მასშტაბები არ არის ისეთი გრანდიოზული.


მაგრამ ის, რომ ჩვენ წართმეული გვაქვს ტერიტორიები, ის რომ აფხაზეთის და ცხინვალის ომში დაიღუპა ძალიან ბევრი ჩემი თანამემნულე, ის რომ დღეს აღმსავლეთ უკრაინაში 10 ათასზე მეტია გარდაცვლილი მისი წყალობით და ის რომ დღეს სირიაში მოინდომა თავის შეყოფა, რა თქმა უნდა ამაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება ჩემს ქვეყანაი და მსოფლიოში...


სულ მეგონა, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის ნაპრალი შემცირდებოდა, სამწუხაროდ ეს ნაპრალი უფრო მეტად იზრდება... მიმაჩნია, რომ ამ პლანეტას გააუბედურებს ორი რამ - რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი.


სამშობლოს სიყვარული სპეციალობა არ გახლავთ, სამშობლოს სიყვარული ისეთივე გრძნობაა, როგორის სიყვარული მშობლების და ახლობლების მიმართ. მაგრამ როცა სამშობლოს სიყვარული იქცევა პროფესიად, იქ იწყება დეგრადაცია. ამის მაგალითები ჩემს სამშობლოშიც არის, თუმცა ვცდილობ ეს ყველაფერი არ აისახოს ჩემს შემოქმედებაში პირდაპირ, მაგრამ ალბათ ირიბად მაინც აისახება... ამიტომაც არის ჩემი მუსიკა სევდიანი და ხანდახან - ტრაგიკულიც..", -ამბობდა კომპოზიტორი "რტ არეასთან".


შეგახსენებთ, კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შერმდეგ, დღეს გარდაიცვალა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42