OPIC-ის მმართველი დირექტორი:"OPIC-ის ინვესტიცია ფოთში ახალი ტერმინალის ასაშენებლად წარმოადგენს აშშ-სგან მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს განვითარებისადმი"
პოლიტიკა - 19:31, 01 Oct, 2019     572

„ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში და ინვესტიციას ვაჭრობაში. ახალი ტერმინალი საშუალებას მისცემს უფრო მსხვილ გემებს, შემოიტანონ ტვირთი ფოთში, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალს. OPIC-ის დაფინანსება „პეის ჯგუფს" საშუალებას მისცემს შექმნას მულტიფუნქციური ტერმინალი, უფრო დიდი, მოდერნიზებული პორტი კი გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული ტრანზიტული წერტილის პოზიციას" - ეს განცხადება OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა ფოთში „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. ახალი ტერმინალის პროექტი ფოთში აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება.

როგორც კენეტ ენჯელმა აღნიშნა, OPIC-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფინანსური ასპექტები, არამედ ის სარგებელი, რომელიც განვითარებას უკავშირდება პროექტის ფარგლებში. კენეტ ენჯელის შეფასებით, ინფრასტრუქტურის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს პროექტი ასევე შექმნის ძალიან ბევრ, მუდმივ სამუშაო ადგილს სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისათვის.

„OPIC-ის ინვესტიცია ახალი ტერმინალის ასაშენებლად წარმოადგენს აშშ-სგან მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს განვითარებისადმი. მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ ფეის ჯგუფთან პეის ტერმინალის პროექტის ფარგლებში და მსურს აღვნიშნო, რომ „პეის ტერმინალის" წარმატება გულისხმობს საქართველოს წარმატებას" - განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42