„ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა წარადგინა, რისი კონსტიტუციური უფლებას მას არ აქვს.
„განცხადება, რომელსაც გავაკეთებ, არ ეხება დავით ნარმანიას და მის პიროვნებას. საქმე ეხება ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც სხვა პრობლემებთან ერთად, იურიდიული კონსულტაციის პრობლემაც გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნტქი გვეუბნება, რომ პრეზიდენტს შეუძლია, განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება. „დ“ ქვეპუნქტი ადგეს ჩამონათვალს, ვისი წარდგენის უფლება აქვს. ამ ჩამონათვალშია არიან მხოლოდ სემეკ-ის წევრები, თავმჯდომარის წარდგენის უფლება საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭის, იქნება კონსტიტუციის დარღვევა. პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ნარმანიას წარდგენის და პარლამენტს არ აქვს უფლება, კენჭი უყაროს ამ გადაწყვეტილებას" - აღნიშნა გოგორიშვილმა.
სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






