თბილისის მერიამ და UNFPA-ს საქართველოს ოფისმა კონცეფცია „60+ კლუბები ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წარადგინეს
პოლიტიკა - 18:45, 01 Oct, 2019     662

1 ოქტომბერს, მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, ახალი კონცეფციის - „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ გახსნეს.

„შეხვედრას დაესწრნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ბიბლიოთეკარები. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ შექმნეს თანამედროვე ქართული საბიბლიოთეკო ინსტიტუტი, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, პირდაპირი მნიშვნელობით გადაარჩინეს და შემოგვინახეს წიგნადი ფონდები და, რაც მთავარია, მკითხველს არ დაუკარგეს ბიბლიოთეკებში სიარულის ტრადიცია. ამისთვის მათი მადლობელი ვარ და მიხარია, რომ ამ პროექტის განხორციელებით, მათთვისაც ვქმნით ერთგვარ სივრცეს, რათა არასდროს მოწყდნენ აქტიურ ცხოვრებას და თავიანთი საზოგადოებრივი აქტივობა კიდევ უფრო საინტერესო გახადონ.

ჩვენს ქალაქში უამრავი ხანდაზმულია, რომლებსაც თავიანთი პოტენციალი ბოლომდე არ ამოუწურავთ. მათი გამოცდილება და განათლება ჯერ კიდევ შეიძლება ქალაქის მოსახლეობას წაადგეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ კლუბის მეშვეობით თავიანთი თაობის ნაკლებად აქტიური წარმომადგენლების გამოცოცხლებაც შეეძლებათ. სამწუხაროდ, დღეს ბევრ მოხუცს არ აქვს სოციალიზაციის შესაძლებლობა, მათმა უმეტესობამ უბრალოდ არ იცის, როგორ გაატაროს თავისუფალი დრო, ზოგი მარტოხელაა და შეიძლება დღის განმავლობაში ვერავის დაელაპარაკოს. ამ მოხუცებისთვის ასეთი კლუბების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან არცერთი ადამიანი არ იმსახურებს მარტოობას“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით კი, მსგავსი წამოწყებები თაობების ცხოვრებას შეცვლის.

„UNFPA-ს საქართველოს ოფისი უკვე წლებია, აქტიური და ჯანსაღი დაბერების პოლიტიკის ადვოკატირებას ეწევა. სასიხარულოა, რომ დღეს უკვე შეიკრა წრე, რომელშიც, ჩვენთან ერთად ჩართულია, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციები, ისე არასამთავრობო სექტორი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი წამოწყება თაობების ცხოვრებას შეცვლის“, - ლელა ბაქრაძემ.

წევრობაზე დაფუძნებული „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცეა, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, თანატოლებთან ერთად აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება, თავადვე დაგეგმონ და გამართონ ღონისძიებები და მიიღონ ახალი ინფორმაცია.

კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რაც საგრძნობლად ამცირებს დეპრესიისა და ხანდაზმულობისთვის დამახასიათებელი სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკს. ასევე, უფროსი თაობის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ. „60+ კლუბების“ სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენებისა და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებს, სახელოსნოებსა და კულინარიულ სესიებს. პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42