გიორგი გახარია: ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება
პოლიტიკა - 16:39, 01 Oct, 2019     1130

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპონენტებს პასუხობს, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული 2020 წლის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაა.

გახარია აცხადებს, რომ პენსიისა თუ ხელფასების ზრდა არათუ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა, არამედ ის მცირე შესაძლებლობაა, რომელიც ამ ადამიანების მიმართ შეიძლება განხორციელდეს.

„2020-ის ბიუჯეტი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად. თუ ვინმე თვლის, რომ მოსყიდვაა, როდესაც პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს, განათლების რეფორმის ფარგლებში, ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ზაფხულში ყველამ კარგად დავინახეთ, მართლწესრიგს იცავენ ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს...


მე ვფიქრობ, ეს არის ის მცირე ნაბიჯი, ის მცირე შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის მომავალი. ესენი არიან ბავშვები, ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და ყველა საჯარო სექტორის ის წარმომადგენელი, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეს - მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაშინ, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით და ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42