მადლენ ოლბრაიტი: „ფოთის პორტის გაფართოების პროქტი იმის მანიშნებელია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ აშშ-ს და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში"
პოლიტიკა - 16:34, 01 Oct, 2019     903

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი მადლენ ოლბრაიტი ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყებას წერილით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს პროქტი იმის მანიშნებელია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში.

„მე განსაკუთრებით მახარებს შეერთებული შტატების მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ პროექტისთვის, მათ შორის, OPIC-ის 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია" - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

მისი შეფასებით, ფოთი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს და მისი გაფართოება დაეხმარება ამ ქალაქს მეტი სარგებლის მიღებაში. „ეს წაადგება არამარტო ფოთს, არამედ საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას" - განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა.

ფოთში აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ანჯელიმ, ამერიკული კომპანიის „ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP" - ის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო'ბრაიანმა, ნიდერლანდური კომპანია „ROYAL HASKONING" - ის წარმომადგენელმა დირკ იან პიტერსმა და „ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს „პეის ჯგუფი", რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42