„ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, დღეს ქვეყანაში ფულის ბატონობაა“ - ნინო ბურჯანაძის საგანგებო განცხადება „ქართული ოცნების“ 7-წლიან მმართველობაზე
პოლიტიკა - 16:17, 01 Oct, 2019     1227
„ქართული ოცნების“ 7 წლიან მმართველობასთან დაკავშირებით „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საგანგებო განცხადება ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს, პირველი ოქტომბერია და შეგვიძლია შევაჯამოთ „ქართული ოცნების“ მმართველობის 7 წელი. შეგვიძლია გავიხსენოთ ის მოლოდინები, რომელიც თითოეულ ადამიანს ჰქონდა 2012 წელს და შევადაროთ, თუ რა მივიღეთ ამ მოლიდინების საპირწონედ. ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ქვეყანა განვითარების ახალ გზაზე გავიდოდა, სამართლიანობა აღდგებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ წარსულს ჩაბარდებოდა, ქვეყანაში გვექნებოდა სამართლიანი სასამართლო, ნორმალური პარლამენტი, თავისუფალი მედია და ეკონომიკა განვითარდებოდა. ჩვენ კარგად გვახსოვს ბატონი ივანიშვილის მიერ დაპირებული კარგი, ძალიან კარგი და შესაშური წლები! შევხედოთ რა ხდება და რა მივიღეთ დღეს : აღუდგენელი სამართლიანობა, კოჰაბიტაციის შედეგად შენარჩუნებული „ნაციონალური მოძრაობა“, პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი და დაპირისპირებული სახელმწიფო ინსტიტუტები. მივიღეთ გაცამტვერებული და შეურაცყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუტი. ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და ორჯერ თავს მოგვახვია ისეთი პრეზიდენტი, რომლებსაც პრობლემებისა და ზედმეტი თავის ტკივილის გარდა არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს გვაქვს უაღრესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობა არის გაცილებით დიდ გაჭირვებაში ვიდრე იყო შვიდი წლის წინ. ლარი ისტორიულ მინიმუმზეა უკვე რამდენი ხანია და მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ინექციებისა, ( 40 მილიონი მაქვს მხედველობაში) იგი მაინც 2.97-ზეა და დიდი ალბათობით იგი სამიან ნიშნულსაც გადააბიჯებს. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არც ერთი რეალურად ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა საქართველოსთვის სასიკეთოდ. ასევე ფაქტია, რომ არც ერთი ნაბიჯით არ მივახლოვებივართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას. ვხედავთ რეალობას, რომ არა სამართლებრივად, მაგრამ ფაქტობრივად ის ტერიტორები, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ კიდევ უფრო დაპატარავდა. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დილით იღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ მათი სახლი დე-ფაქტო საზღვრის მიღმაა.

ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის იმედი, იმის იმედი, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა და საქართველო თავის თავს ღირსეულ პარტნიორად წარმოაჩენდა. რამდენიმე დღის წინ ეს იმედი საბოლოოდ დასამარდა, ჩვენ დავანახეთ ყველას, რომ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. მივჩერებივართ დასავლეთს, რომ დაგვეხმაროს და ამ დახმარების წესიერად გამოყენების თავიც არ გვაქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებები ისე წავრმართეთ, რომ მისი და მთელი პოლიტიკური კლასის და მედიის დასაცინი გავხდით რუსეთის ფედერაციაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ვერ გაბედა, რომ მოქალაქეებისთვის ეთქვა, რომ მოლაპარაკებები საჭიროა, რომ ჩვენ ლაპარაკს ვიწყებთ და თუნდაც ფრენების აღდგენაზე ესაუბრა.

ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თავიდან აერიდებინა 20 ივნისის კრიზისი და მან თითქმის ისეთივე „წარმატებით“ დაარბია აქცია, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. კარგი ხელისუფლება აქამდე საქმეს არ მიიყვანდა. კარგი ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს მანამ მიიღებდა და შესთავზებდა საკუთარ მოქალაქეებს, სანამ ამას ძალიან დრამატული დღეების შემდეგ სრულიად საზოგადოება პრინციპული და რადიკალური მოთხოვნის სახით დააყენებდა.

დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობიდან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა 21-ე საუკუნეში საქართველო აქცია ფეოდალური მმართველობის სტილის სახელმწიფოდ და საკუთარ სამეფოდ გადაიქცია. 2020 წელი მოდის და რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ის ცვლილებები, რომლებიც იმ იმედებს გაამართლებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, სამართლიანობასთან და წინსვლასთან დაკავშირებით აქვს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სახელწიფო არ გვაქვს. არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს, არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და სამწუხაროდ ის რაც დღეს ქვეყნაში ბატონობს, არის არა დემოკრატია, არა სამართლიანობა, არა ეკონომიკური წისვლა, არამედ ფულის ბატონობა. ფული გადაიქცა უზენაეს და უმთავრეს ღირებულებად, ეს ქვეყნისათვის დიდი ტრაგედიაა და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42