საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ზალკალიანისა და ლავროვის "შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში საქართველოს საერთაშორისო მეგობრებთან".
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, მოაგვაროს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და ის, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. მაგალითად პოზიტიური ცვლილება შეიძლება იყოს ფრენები აღდგენა, რასაც მე მივესალმები“, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






