ვინ არიან ყიფშიძეზე დაჭრილი მამაკაცები და რას ამბობენ სასტიკი ანგარიშსწორების შედეგად დაშავებული ლევან ძნელაძის ოჯახის წევრები
კრიმინალი - 12:43, 01 Oct, 2019     4857
თბილისის ცენტრში, ყიფშიძეზე მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი ფიგურანტი გივი ცინცაძე უკვე გამოკითხა, რომელიც სავარაუდოდ იმ ხუთკაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ლევან ძნელაძეს თავს დაესხა და ბლაგვი და ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა.

ძნელაძე მეცხრე საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის, დაშავებულის ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ არც ძნელაძე და არც მისი მეუღლე მარიკა წერეთელი თავდამსხმელებს არ იცნობდნენ.

დაჭრილის შვილი მარიამ ძნელეძე ამბობს, რომ მისი მშობლები ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში მეგობარს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოულოდნელად მეგობარმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეატყობინა ცოლ-ქმარს რომ ვერ მივიდოდა, რამდენიმე წუთში კი ადგილზე ხუთკაციანი ჯგუფის წევრები გამოჩნდნენ.

"დედა ელოდებოდა, რომ შეხვედრაზე მივიდოდა მეგობარი. მეგობრის ნაცვლად მივიდნენ სხვები - 5 ადამიანი. ზუსტი მიზეზი, თუ რის გამო დაიწყო შელაპარაკება, არ ვიცი. გამოძიება დაიწყო და იმედია გავიგებთ რა მოხდა. დაჭრილს ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ. დედაჩემიც ამბობს, რომ არ იცნობს. ეს ბიჭიც, იმათ მიჰყვა ვინც ყიფშიძეზე მივიდნენ. დედაჩემი ადგილზე მას შემდეგ ჩავიდა, რაც ჩოჩქოლი ატყდა და ვიღაცამ იკივლა, მოკლესო. ამის შემდეგ დაეფარა მარიკა"- აცხადებს დაშავებული მამაკაცის შვილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ძნელაძეებს უთანხმოება ჰქონდათ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან, რომლებსაც თავის დროზე კუთვნილი მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს, სანაცვლოდ გარკვეული რაოდენობის თანხა და ბინა უნდა მიეღოთ, რაც საბოლოო ჯამში არ შესრულდა, სავარაუდოდ ეს გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი.

სისხლიანი ანგარიშსწორება ყიფშიძის ქუჩაზე გუშინ დღისით, უამრავი გამვლელის თვალწინ მოხდა.

საქმეში ფიგურირებს როგორც ცივი იარაღი, ასევე მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გუშინ დაიწო, თუმცა ჰყვას თუ ადა დაკავებული გამოძიებას უწყებაში არ აკონკრეტებენ.

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლემ, მარიკა წერეთელმა "ნიუპოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

წერეთელი აღნიშნავს, რომ მას ყიფშიძეზე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, თუმცა "კრიმინალები" დაახვედრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42