"პირდაპირ მივმართავ კრიმინალებს, არ გაპატიებთ!" - ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე
კრიმინალი - 10:04, 01 Oct, 2019     3391

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლემ, მარიკა წერეთელმა "ნიუპოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

წერეთელი აღნიშნავს, რომ მას ყიფშიძეზე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, თუმცა "კრიმინალები" დაახვედრეს.

„მე სულ სხვა ადამიანებთან მქონდა შეხვედრა დანიშნული და სულ სხვა ადამიანები მოვიდნენ. მაქვს ეჭვი, იმათი გამოგზავნილები არიან... ვითომ კაცები და მაგარი ბიჭები, როგორც ჩანს, ასე წყვეტენ საქართველოში ბიზნესის საქმეებს.


პირდაპირ მივმართავ კრიმინალებს, ეს ამბავი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. მე დღეს მომკლეს ჩემს ქმართან ერთად. ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ეს ყველაფერი დამთავრდეს საქართველოში. მგონი კადრები ყველამ ნახეთ. არ ვიცნობ არავის, ვინც იყვნენ იქ. ერთადერთი ჩემი ფიქრი და გონება ის არის, გავიგო ჩემი მეუღლის მდგომარეობა და ველოდები. მე, როგორც ქალი, მოქალაქე, დედა, ვპირდები, პირდაპირ მივმართავ, მიყურებენ ალბათ ის კრიმინალები, არ ვაპატიებ. ამით წერტილი უნდა დაესვას საქართველოში ასეთ სიტუაციას, როცა დღისით, მზისით ადამიანს ქუჩაში ვერ გაუვლია“, – განაცხადა ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მეუღლემ.

მარიკა წერეთელმა პოლიციას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

„დაკითხვაზე ვისაუბრე, პროცესი როგორ იყო. გამოძიებას მივაწოდე ინფორმაცია. ნაწილი მახსოვს, ნაწილი არა. ინციდენტის მომენტში არავინ დაუკავებიათ. ეჭვი, რა თქმა უნდა ვიღაცებზე მაქვს და ვვარაუდობ, ვის შეიძლება, გამოეგზავნა ეს ადამიანები. ეს ჩემი პირადი ბიზნესის თემაა. ვითომ კაცები და მაგარი ბიჭები, როგორც ჩანს, ასე წყვეტენ საქართველოში ბიზნესის საქმეებს“, - განაცხადა მარიკა წერეთელმა.

სისხლიანი დაპირისპირების დროს დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. მძიმეა მარიკა წერეთლის მეუღლე ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. შედარებით მსუბუქია მეორე დაშავებულის მდგომარეობა, მას ტვინის შერყევა აღენიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42