მოსკოვი: კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები "ოკუპაციის შესახებ"
პოლიტიკა - 18:58, 30 Sep, 2019     1318

სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირდაპირი და გულწრფელი საუბარი როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის.

"ყურადღება მივაქციეთ ნიუ-იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ. ამას გარდა, როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულები არიან არა იმდენად ამ მოლაპარაკებების შინაარსით და მიმართულებით, რამდენადაც პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესები პირდაპირ და გულწრფელ საუბარს საჭიროებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ნიუ იოკრში გამართული ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო იმ რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე, რომელშიც აღმოჩნდა რუსულ-ქართული ურთიერთობები, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის ცნობილი მოვლენების შედეგად" – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე მადლობას უხდის შვეიცარიას, რომელიც 11 წლის განმავლობაში წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შვეიცარიის ხელშეწყობით გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42