ბიზნესდავა და ფულის გამოძალვა - ყიფშიძეზე სისხლიანი გარჩევის მოტივები
კრიმინალი - 18:07, 30 Sep, 2019     3579
ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევა სავარაუდოდ ფულის გამოძალვას უკავშირდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ბიზნესპარტნიორები არიან.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებას წინ ხმაური უსწრებდა. კონფლიქტში მინიმუმ სამი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის ერთი ქალია, რომელიც დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.

ადგილობრიბის თქმით, ორი პირიდან ერთი ბარძაყშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავსა და მუცელში აღენიშნება.

მედიკოსების ინფორმაციით, თავში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მეცხრე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცს ნათით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

რაც შეეხება კონფლიქტში მონაწილე ქალს, ის პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.

როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული ქალი ბიზნესმენი მარიკა წერეთელია. "ასე წყვეტენ ბიზნესს" - კიოდა ქუჩური გარჩევისას ქალი.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყება საქმეს იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლითაც (236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი) იძიებს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42