სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის ბაგა-ბაღიდან 15 აღსაზრდელი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 -მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.
შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას" - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






