"2020 წლის ბიუჯეტში ორი ძირითადი მიმართულება გვექნება - კაპიტალური პროექტების დაჩქარება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" - თურნავა
პოლიტიკა - 14:15, 30 Sep, 2019     693

„2020 წლის ბიუჯეტი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული. ეს აქცენტები და პრიორიტეტები, ცხადია, აისახა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტშიც", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხის განხილვისას.

ნათია თურნავამ 2020 წლის ორი ძირითადი საბიუჯეტო მიმართულება გამოყო: კაპიტალური პროექტების დაჩქარება იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაგეგმილზე სწრაფად შეიქმნას, და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე გაკეთდება.

კონკრეტული პროგრამებიდან ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სამწლიან სამთავრობო პროგრამაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, პროგრამა 2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება და პროგრამის ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაემატება და ჯამში გაზიფიცირების ბიუჯეტი 60 მლნ ლარით გაიზდება.

„ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ჩვენ ვგეგმავთ 97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა, შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა, გავუშვათ ბუნებრივი აირი. ეს ნიშნავს, რომ გაისად სულ მცირე 17 ათასი ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს. მეორე მხრივ, ამით იქმნება ძალიან კარგი პირობები მცირე ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42