ეკა ბესელია პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე ზარდიაშვილისა და მათიკაშვილის კავშირზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:23, 30 Sep, 2019     1482

დამოუკიდებელმა დეპუტატი ეკა ბესელია გამოკითხვაზე შესვლამდე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, გამოძიებას იმ დეპუტატების გვარებს მიაწვდის, რომლებიც „პირად გავლენებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებენ“.

"საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკუთარი სტატუსის გამოყენებას და უკანონო კავშირს სასამართლოს წარმომადგენლებთან"- აცხადებს ბესელია.

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის გვარები ახსენა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ამ საქმესთან ხედავს თუ არა ამ გვარების კავშირს, დეპუტატმა უპასუხა, რომ კავშირს ხედავს და ფაქტებიც აქვს.

„კი, პირდაპირ კავშირს ვხედავ და ამის ფაქტები მაქვს. შეუძლებელია, რომ ეს ვერ დაადგინო. რა დროც არ უნდა დასჭირდეს, დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე ამას სახელი დაერქმევა.

კარგია თავისთავად ფაქტი, რომ ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო იმიტომ, რომ ჩემი ეს განცხადება მიჩნეული იქნა საყურადღებოდ. არ ვიცი რა დროში, მაგრამ დაწყებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა შესაძლოა გამოავლინოს ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ფაქტები, როგორიც არის ადამიანის პირად სივრცეში ჩარევა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იქამდე, ვიდრე დღევანდელი პროცედურა არ დასრულდება.


მე რა თქმა უნდა, თავს უფლებას არ მივცემ გავასაჯაროვო ინფორმაცია, რომელიც მე გამანდეს და ეხება სხვის პირად სივრცეს, მაგრამ რაც საჭიროა ამ ტიპის პრევენციული ქმედებისთვის, რომ დაცული იყოს ზოგადად ნებისმიერი ადამიანის პირადი სივრცე, ამისთვის შემიძლია გარკვეული ნაბიჯები გადავდგა და ვისაუბრო საგამოძიებო ორგანოსთან. ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკუთარი სტატუსის გამოყენებას და უკანონო კავშირს სასამართლოს წარმომადგენლებთან, რისი საშუალებითაც პირადი ინტერესების ლობირება ხდება.


პარლამენტის წევრი არ შეიძლება ლობირებდეს საკუთარი ოჯახის წევრს და უკანონოდ იყენებდეს საკუთარ მდგომარეობას იმისთვის, რომ საკუთარი თუ ოჯახის წევრების მატერიალური და ანგარებით მიზნების რეალიზება მოახერხოს. ამას ჰქვია ზეგავლენით ვაჭრობა. ჩვენ იმისთვის არ ვართ პარლამენტში, რომ საკუთარი ინტერესების რეალიზება მოვახდინოთ. გამოძიებას მივცემ შესაძლებლობას საგამოძიებო არეალი გაშალოს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42