"ხელისუფლება კონტრაბანდულად აწარმოებს კაპიტულაციას, ივანიშვილი 2020-ში გამარჯვებისთვის ბოლომდე აბარებს ქვეყანას რუსეთს" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 18:23, 29 Sep, 2019     1604
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე , ნიკა მელია დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხმაურება აცხადებს, რომ ხელისუფლება კონტრაბანდულად აწარმოებს კაპიტულაციას.
მისი თქმით, ცხადი ხდება, რომ ივანიშვილს 2020-ში გამარჯვების იმედი გადაეწურა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ბოლომდე აბარებს ქვეყანას რუსეთს.

"ეს ხელისუფლება კონტრაბანდულად აწარმოებს კაპიტულაციას.

ზალკალიანის შეხვედრა ლავროვთან, სხვა არაფერია თუ არა, ამ პროცესის ერთი ფრაგმენტი.

გვმოძღვრავენ, რომ თურმე დიალოგი უნდა გაგრძელდეს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

კოლაბორაციონიზმს და მტერთან მალულ შეხვედრებს, ქოცურ ენაზე „დიალოგი“ ჰქვია თურმე.

თუ ხელისუფლებას მხოლოდ დიალოგი სურდა, და რუსეთს რაიმეს ჩვენს სასარგებლოდ დათმობა, მინისტრებს ამის საშუალება ჰქონდათ გაეროში, ამისთვის არსებობს ჟენევის ფორმატი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი და არა ასე, როგორც იყო:

ოცნება ჯერ იმას მალავდა რომ ზალკალიანი ლავროვს შეხვდა, მერე იმას რომ მათი ხვეწნით მოხდა ეს შეხვედრა. შემდეგ იმას გვატყუებდა ზალკალიანი, რომ საუბარი დეოკუპაციას შეეხებოდა, ლავროვმა კი შეხვედრის შემდეგ დაგვცინა და გამოგვიცხადა რომ შეხევედრა ავიარეისებს ეხებოდა და დეოკუპაციაზე სიტყვაც არ თქმულა!

მტერთან საუბრის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ და საზიანოდ! მტერთან შეხვედრა დიპლომატიურ შეხვედრას უნდა გავდეს და არა - ბატონისა და ყმის შეხვედრას, სადაც ყმა ავიარეისების აღდგენას ითხოვს.

საზოგადოებას უჩნდება ლეგიტიმური, ეჭვებით სავსე კითხვა: რის სანაცვლოდ თხოვს ბიძინა რუსებს ავიარეისების აღდგენას და სანაცვლოდ რის დათმობას აპირებს?

ვიმეორებ, რუსეთს რომ რაიმეს დათმობა სურდეს, აქამდეც დათმობდა - არსებობს ჟენევის ფორმატი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი. რაიმეს დათმობის ნაცვლად, რუსეთი ცინიკურად აგრძელებს ქვეყნის ოკუპაციას და იტაცებს ქართულ მიწებს.

ამდენად, ფაქტია რომ რუსეთი კი არა, ამჯერადაც საქართველო თმობს და ცხადი ხდება, რომ ივანიშვილს 2020-ში გამარჯვების იმედი გადაეწურა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ბოლომდე ბარდება რუსეთს და აბარებს ქვეყანას. მზადაა თბილისის გუბერნატორი გახდეს, ოღონდ კი შეინარჩუნოს ძალაუფლება და მილიარდები.

ამიტომაა გადამწყვეტი ეს უახლოესი თვეები.ამ თვეებში წყდება ქართლის ბედი - გაგრძელდება ჩვენი 28 წლოვანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ისტორია თუ ბოლო მოეღება ჩვენს სახელმწიფოებრიობას და იმპერიის გუბერნიაში რუსის მონებად მოგვიწევს ცხოვრება" - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42