სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა - ოპოზიცია ქვეყნის პირველ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს
პოლიტიკა - 12:59, 29 Sep, 2019     930
ოპოზიცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დავით ზალკალიანს იბარებს .

კანონის თანახმად დავით საგარეო საქმეთა მინისტრს არ აქვს უფლება უარი თქვას პარამენტში გამოცხადებაზე, ამიტომ მინისტრს სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ყველა დეტალის მოყოლა მოუწევს. რატომ დაუმალეს საზოგადოებას სიმართლე, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეს საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხის გაცემა მოუწევს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ლავროვის და ზალკალიანის შეხვედრა წინასაარჩევნო პერიოდში საშიშია ეს შეხვედრა საქართველოს პირველი დიპლომატისგან განმარტებებს მოითხოვს .

"ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ ზალკალიანმა იმ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და პირველ რიგში მინისტრმა უნდა განმარტოს თუ ვისი ინიციატივით, რატომ დაიგეგმა ეს შეხვედრა და რატომ შეხვდა ის რუსეთის თავდაცვის მინისტრს, მაშინ როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა იპაკიპუკა , ვილაპარაკეთ ტერიტორიული მთიანობის აღდგენაზე და ათას რაღაცაზეო და სინამდვილეში არაფერზე არ ულაპარაკია, ამიტომ უნდა მოვიდეს პარლამენტში და გვითხრას ვინ იყო ინიციატორი, რატომ დამთავრდა ეს შეხვედრა ასე, წამგებიანად ქვეყნის ინტერესებისათვის. საერთოდ რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა და ხომ არ იყო ეს ივანიშვილის დავალება, რომ რუსეთისთვის კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი მორჩილება" - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა ეს შეხვედრა არის წმინდა პარტიული ინტერესების გამტარებელი და არაფერი აქვს საერთო ეროვნულ ინტერესებთან.

"მრჩება შთაბეწდილება რომ ეს შეხვედრა არანაირად არ ატარებს ეროვნულ ინტერესს, არამედ აქვს მხოლოდ წმინდა პარტიული ინტერესი , რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ამ ვითომ შეხვედრებით და ვითომ ყინულის გალღვობით ზურგს უმაგრებს "ქართულ ოცნებას", ის კითხვები, რომლებიც ზალკალიანის მიმართ ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმურია. მე პირადადმაქვს ასეთი შეკითხვა, იყენებდა თუ არა ლავროვი ზეწოლის ს ბერკეტად ცხინვალის რეგიონის ანექსიას, ემუქრებოდა თუ არა ქართულ მხარეს ანექსიით" -აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა, თავდაპირველად ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მალავდა, მას შემდეგ რაც ეს დაადასტურა რუსეთმა ქართული მხარე იძულებული გახდა, რომ ინფორმაცია საგარეო სამეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ დაედასტურებინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42