"სპეცრაზმელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ათავისუფლებენ, აქციის მონაწილეს ამავე მიზეზის გამო - არა, ეს შერჩევითი სამართლის გამოხატულებაა" - ლელა ქებურია
პოლიტიკა - 15:42, 28 Sep, 2019     682

"ევროპული საქართველოს" წევრმა ლელა ქებურიამ, 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი გათავისუფლება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის, ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართლის მორიგი გამოხატულება.



ქებურია მოუწოდებს უფლებადამცველებს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილე ლევან ჯიქური მოინახულონ, გაეცნონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადაწყვეტილებები ამ პატიმართან დაკავშირებით ამის შემდგომ მიიღონ.


„20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და იგი 10 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ეს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მიმართ კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ ისინი არათუ არ აპირებენ რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ ისინი არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას აპირებენ. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ კონკრეტული პირები კონკრეტული გადაცდომებისთვის იქნებიან დასჯილნი, ერთადერთი პოლიციელი, რომელიც დაკავებული იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს“.

ამასთანავე ლელა ქებურია მოუწოდებს უფლებადამცველებს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილე ლევან ჯიქური მოინახულონ, გაეცნონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადაწყვეტილებები ამ პატიმართან დაკავშირებით ამის შემდგომ მიიღონ.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ გათვალისწინებული იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამართლომ პატიმრებთან მიმართებაში უფრო ჰუმანური აღკვეთის ღონისძიება მიიღოს, თუმცა აქაც სახეზე გვაქვს მკაფიო შერჩევითი სამართალი. ის, რომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ათავისუფლებენ, ხოლო აქციის მონაწილეს ამავე მიზეზის გამო - არა, ეს ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა და ამაზე არაერთი ადამიანი საუბრობს. ლევან ჯიქური დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მას მარცხენა კიდურები პარალიზებული აქვს“, -აცხადებს ქებურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42