როგორც შაშკინმა აღნიშნა, ლავროვმა ამ შეხვედრაზე თქვა ის, რასაც რუსეთი ითხოვს და ეს არის ის, რომ თუ იჩოქები ჩემს წინაშე მაშინ ღირსებაზე საუბარი არ შეიძლება.
შაშკინი რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების დამორჩილების ხელისშემშლელ ფაქტორზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ოცნებისთვის" სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია, რადგან არ აძლევს შესაძლებლობას ამ მთავრობას, რომ დადგეს მუხლებზე რუსეთის წინაშე.
"დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთის საგარეო პოლიტიკა არის აგებული ორ პრინციპზე ეს არის იმპერიალიზმი და ხულიგნობა. თუმცა ამ პოლიტიკას ასევე ახასიათებს ის, რომ ყოველთვის ამბობს იმას რასაც ფიქრობს, ანუ, რასაც ფიქრობს, რასაც ითხოვს, რასაც აკეთებს რუსეთის ფედერაცია - ამას პირდაპირ ამბობს და ეს უკვე დიდი ხანია, ასეა.
ამ შეხვედრის თაობაზე ლავროვმა თქვა ის, რასაც ფიქრობს და რასაც ითხოვს რუსეთი. ფიქრობს და ითხოვს ორ რამეს: პირველი არის ის რომ, ლავროვი ამბობს, როცა იჩოქები ჩემ წინ და მუხლებზე დგები, მერე ნუ დაიწყებ ლაპარაკს, რომ მე მაქვს ღირსება და ნუ დაიწყებ ლაპარაკს შენ ინტერესებზე.
ლავროვი ითხოვს, რომ დაიჩოქეთ, მუხლებზე დადექით და მერე ღირსებაზე ნუ ლაპარაკობთ. შემდეგ ვიფიქრებ მივიღო ეს შენი დაჩოქება თუ არა. მან პირდაპირ თქვა, რომ ზალკალიანმა მოითხოვა შეხვედრა, მთხოვდა რაღაც-რაღაცეებს და მერე რომ დაიწყო თავის ღირსებაზე ლაპარაკი ეგრე არ გამოვაო . ეს იყო ლავროვის ინტერპრეტაცია.
მეორე რაც მნიშვნელოვანი იყო, არის ის, რომ ლავროვი რუსეთის წინაშე საქართველოს მუხლებზე დადგომაში ხელისშემშლელად ოპოზიციას მიიჩნევს: სერგეი ლავროვი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი , ნაციონალური მოძრაობა , გაერთიანებული ოპოზიცია არ აძლევს შესაძლებლობას ამ მთავრობას, რომ დადგეს მუხლებზე რუსეთის წინაშე. ეს ბუნებრივია, ლავროვისთვის მიუღებელია და ამით არის უკმაყოფილო" - განაცხადა შაშკინმა "ნიუპოსტთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






