ეკონომიკის მინისტრი კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა
პოლიტიკა - 20:27, 27 Sep, 2019     634

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ კომპანიებს შეხვდა.

საქართველოში KOIMA-ს წევრი კომპანიების ვიზიტის მიზანი ქართული წარმოებისა და პროდუქციის კიდევ უფრო უკეთ გაცნობა და საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესწავლაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გაცნობა და კორეულ ბაზარზე ქართველი მეწარმეებისთვის შესვლის პროცესში მხარდაჭერა იყო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ქართველ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ ახალი ბაზრების ათვისებაში. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, რომლის დროსაც კორეელ სტუმრებს გავაცანით ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰიმმა აღნიშნა, რომ ქართული პროდუქცია საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

„ჩემი მიზანია, კორეელ მომხმარებლებს ქართული პროდუქცია გავაცნო და რაც შეიძლება, მეტი ქართული პროდუქტი ვიხილო კორეულ ბაზარზე", - განაცხადა ჰონგ კვანგ-ჰიმმა.

დღესვე თბილისში საქართველო-კორეის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიხსნა. ფორუმს ქართული მხრიდან 40-მდე კომპანია ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42